ტრენინგის ბოლო დღეს ტრენინგის ყველა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია, ერთმანეთისგან მივიღეთ საჭირო რჩევები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ბლოგს. ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში. ამ ტრენინგზე
მიღებული გამოცდილება,
დარწმუნებული ვარ,
ძალიან გამომადგება
საგაკვეთილო პროცესის
უკეთ დაგეგმვაში,
წარმართვასა და
მოსწავლეთა სასწავლო
პროცესში ჩართულობის
გაზრდაში.
ვისწავლე პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე ბლოგებისა და ბუკლეტის შექმნა, პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩემი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,
განვსაზღვრე მიზანი. სტანდარტების და მიზნების გათვალისწინება დაეხმარება რომ მოსწავლეები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე. ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, სევცვალე ფონები, ვისწავლე ბლოგში სურათების ჩასმა, ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, განვიხილეთ გაჯეტები, გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.
განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დავურთო კომენტარი კოლეგის ბლოგს.
ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და მივაბი ჩვენს ბლოგს. ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსე ჩვენი პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
ამ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ რათა სასწავლო პროცესი ჩემი მოსწავლებისათვის უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახდეს.
მე ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა მასწავლებლისათვის.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი ტრენინგისათვის, ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის!
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი ტრენინგისათვის, ასეთი შინაარსიანი და სასიამოვნო დღეებისათვის!